ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კარლ ლამერსი მოსკოვთან დიალოგის დაწყების პროცესში თბილისს დახმარებას ჰპირდება.
"კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რომ ამ პროცესში საქართველოს არ დავეხმაროთ", - განაცხადა ლამერსმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა, სადაც ნატოს საპარლამენტო სამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარი იმართება.
მისივე განმარტებით, კონფლიქტის გადაწყვეტა მარტივი პროცესი არასდროს არის, თუმცა აღნიშნულის მიღწევა მაინც შესაძლებელია.
"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი შედგება. ყველამ ვიცით, რომ კონფლიქტი ვერ გადაწყდება მარტივად, ამისთვის გვჭირდება მოთმინება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად მოვახერხებთ ამის მიღწევას", - აღნიშნა კარლ ლამერსმა.