ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი მოხსენებას ოპოზიციის ტრიბუნიდან კითხულობს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მოუწოდა ხეთაგურის ოპოზიციის ტრიბუნიდან გამოსვლას ინტერპრეტაცია არ გაუკეთონ.
"ენერგეტიკის მინისტრის ოპოზიციის ტრიბუნიდან გამოსვლა წინასწარ იყო შეთანხმებული პრეზენტაციის გამო და გთხოვთ ამას ინტერპრეტაციებს ნუ გაუკეთებთ", - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სამთავრობო დებატები გუშინ პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის მოხსნებით დაიწყო. გუშინვე დეპუტატებმა ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას მოუსმინეს, რის შემდეგაც დებატები გაიმართა.
სამთავრობო დებატები საკანონმდებლო ორგანოში 25 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.