პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძისთვის დღემდე გამოცანად რჩება, "რა უნდა რუსეთს საქართველოსგან?
"ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დონეზე მოსკოვთან დიალოგის დაწყებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, რა უნდა რუსეთს საქართველოსგან? ამ წლების განმავლობაში ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუციათ. ჩვენთვისაც გაურკვეველი რჩება, უნდა ვიყოთ მათი მოკავშირეები, თუ შევუერთდეთ რუსეთის ფედერაციას, როგორც მათი რეგიონის ნაწილი?", - განაცხადა ბაქრაძემ დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ მოსკოვი აღნიშნულ კითხვას კონკრეტულ პასუხს გასცემს, რაც მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას უფრო გაადვილებს.
"რუსეთის მხრიდან ბავშვური საქციელია ის, რომ უარს ამბობს ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ განაცხადოს. იქნებ ამიხსნათ, არ არის რუსეთის კონფლიქტის მხარე მაშინ, როცა მან დაბომბა საქართველო, როცა მისი საჯარისო ნაწილები თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში ისევ რჩებიან", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.