იაპონიის ატომური ელექტროსადგურის "ფუკუსიმა-1"-ის მესამე ენერგობლოკის თავზე შავი კვამლის სვეტი ადის.
პერსონალი დროებით ევაკუირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "კიოდო" ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, კვამლის წარმოქმნის მიზეზი ჯერ ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 11 მარტს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ "ფუკუსიმა-1" ის გამაგრილებელი სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.
გამოვლენილი იქნა რადიაციის გაჟონვის რამდენიმე კერა, რამაც ხელისუფლება იძულებული გახადა ატომური ელექტროსადგურიდან 20 კილომეტრის რადიუსით მოსახლეობის ევაკუაცია განეხორციელებინა.
აიკრძალა ფრენა ატომური ელექტროსადგურის თავზე 30 კილომეტრიან რადიუსში.