კადაფი გასაქცევად ემზადება. ლიბიელმა დიქტატორმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები, რათა კოალიციურმა ჯარებმა მას ქვეყნის დატოვების უფლება მისცენ. კადაფი რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ტელეკომპანია "ბი-ბი-სისთან" მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.
"პოლკოვნიკმა კადაფიმ საკუთარი წარმომადგენლები გაგზავნა თავშესაფრის მისაღებად",_განაცხადა კლინტონმა.
საერთაშორისო თანამეგობრობა კი ლიბიაზე იერიშს განაგრძობს. ბომბების წვიმა ტრიპოლზე მთელი ღამე ეშვებოდა. ბრძოლებს დიქტატორის მომხრებიც არ წყვეტენ.