საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად მიმართა საქართველოს ხელმძღვანელობას და მას ტერორისმში ბრალდებული მერაბ ყოლბაიას ციხეში მონახულების უფლება სთხოვა. ეს განცხადება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა გააკეთა.
"მონიტორინგის მისიამ გააკეთა ოფიციალური მოთხოვნა თბილისში და ყოლბაიას ციხეში მონახულების უფლება ითხოვა", _ განაცხადაჰანს იორგ ჰაბერმა და ზოგადად, საზღვრისპირა ზონაში არსებულ მდგომარეობას "მშვიდი" უწოდა.
აღსანიშნავია, რომ აფხაზურმა მხარემ აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოს სპეცსამსახურები ჩვეულებისამებრ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეების გატაცებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მათი განცხადებით ახლახანს ქართულმა მხარემ სოფელ საბერიოს მკვიდრი გოჩა მატკავა გაიტაცა.
შეგახსენებთ, რომ გალის რაიონის მცხოვრებს, მერაბ ყოლბაიას, ზედმეტსახელად "კოჭოს", საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობა ედება ბრალად. ქართული მხარე აცხადებს, რომ ვიდრე საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივა, ქართული მხარე ყოლბაიას გადაცემას აფხაზური ან რუსული მხარისთვის არ აპირებს.