ჰილარი კლინტონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე დარჩენას აპირებს, თუკი ბარაკ ობამას მეორე ვადით აირჩევენ.
კლინტონის თქმით, ობამას მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, იგი მზადაა, როგორც მინიმუმ, სახელმწიფო დეპარტამენტს ახალი საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ფორმირების პერიოდის განმავლობაში ჩაუდგეს სათავეში, რათა ახალ სახელმწიფო მდივანს გზა გაუკვალოს.
უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 16 მარტს ქაიროში ვიზიტით მყოფმა ჰილარი კლინტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ აშშ-ის საგარეო უწყების სათავეში ყოფნას არ აპირებდა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებდა არჩევნებში.
ამასთან, ამერიკის საგარეო უწყების შეფმა დაადასტურა, რომ უმაღლესი სახელმწიფო პოსტის დაკავებას არც მომავალ, არც 2016 წლისთვის არ აპირებდა.