ლიბიის მეთაური, პოლკოვნიკი კადაფი კოალიციურ ძალებს განადგურებით ემუქრება.
"იმპერიალიზმის წინააღმდეგ რევოლუციის მოწყობის" პირობა პოლკოვნიკმა ლიბიაში კოალიციური ძალების იერიშის დაწყების შემდეგ გაკეთებულ პირველ განცხადებაში დადო.
"ეს არის ახალი ჯვარუსნული ლაშქრობა ისლამის წინააღმდეგ. ბრძოლაში მთელი ისლამისტული არმიაა ჩართული. დემონსტრაციები იმართება ყველგან: აზიაში,. ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში. მათ საკუთარი ხალხი ეწინააღმდეგება. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ამ ისტორიულ ბრძოლაში და არ დავნებდებით... ჩვენ მონაწყობთ იმპერიზლიზმის წინააღმდეგ რევოლუციას", - აღნიშნა კადაფიმ.
მისივე განმარტებით, მისი სახლი ლიბიაშია და ის არსად წასვლას არ აპირებს.
"არ მეშინია იმ ვერტმფრენების, რომლებმაც უამრავი ზიანი მოგვაყენა. ჩემი სახლი აქ არის და არსად წასვლას ვაპირებ. მე აქ ვარ", - განმარტა ლიბიის მეთაურმა მორიგ ვიდეომიმართვაში.
ლიბიაში კი კოალიციური ძალები სამხედრო მოქმედებებს განაგრძოვენ. წუხელ ღამით ტრიპოლიში კიდევ ორი აფეთქება მოხდა.