ხვალ, 23 მარტს, სამთავრობო დებატების ფარგლებში, დეპუტატების წინაშე ანგარიშით ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი წარდგებიან.
დღეს პარლამენტში საგანგებო კვირა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა გახსნა, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია პასუხობდნენ.
24 მარტს პარლამენტს ანგარიშს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ჩააბარებენ.
25 მარტის კი საგანგებო სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით სამთავრობო დებატებს გილაური დახურავს.