"ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატის მაგდა ანიკაშვილის შეფასებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოლიტიკას სამედიცინო სექტორში სამუშაო ადგილები შეეწირა. ამის შესახებ ანიკაშვილმა პარლამენტის სამთავრობო კვირეულის ფარგებში ეკონომიკის მინისტრთან გამართულ დებატებზე აღნიშნა და დასძინა, რომ მისთვის სამედიცინო სექტორთან მიმართებაში, სამინისტროს რეალური პოზიცია საინტერესოა.
მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოდან 900 მედპერსონალია გათავისუფლებული, ასეთივე მდგომარეობაა სხვა საავადმყოფოებში.
"ახლა წყდება დამწვრობის ცენტრის საკითხიც, სადაც 130 თანამშრომელთა ოდენობა შეიძლება განახევრდეს", - აღნიშნა დეპუტატმა და ხაზი გაუსვა, რომ არ არსებობს შეღავათიანი პირობები იმისთვის, სამედიცინო დაწესებულება თავად სამედიცინო პერსონალმა შეიძინოს.
"რამდენად ჯდება ეს პოლიტიკა თქვენ მიერ დასაქმების პრორიტეტად გამოცხადებაში?" - მიმართა ანიკაშვილმა ვერა ქობალიას.