საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კარლ ლამერსს შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრისას, კარლ ლამერსმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და დადებითად შეაფასა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქართველომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე გადადგა.
მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს და ყურადღება საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე გაამახვილეს.
როგორც კარლ ლამერსმა აღნიშნა, ამ რეფორმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიიწრაფის. შეხვედრის მსვლელობისას, იგი ასევე შეეხო კორუფციასთან ბრძოლის საკითხს, საარჩევნო სისტემის რეფორმასა და განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. მისი თქმით, ამ მიმართულებით წარმატება და მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშენება.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა კვლავაც მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.