საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ ნატო და საქართველო ყოველთვის პანტიორებად დარჩებიან. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, კარლ ლამერსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადა.
"ზედმეტია იმაზე საუბარი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ნატოს საპარლამენტო ასამბლიასთან ურთიერთობა. ეს არის საქართველო-ნატოს ურთიერთობის და დაახლოების ძლიერი პოლიტიკურ ელემენტი", - აღნიშნა ბაქრაძემ.
ამასთან, ბაქრაძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გასულ წლის ნოემბერში მიღებული რეზოლუცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი სამაგალითო რეზოლუცია, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იყო დაცული.
"იმედი გვაქვს, რომ ყოველთვის დავრჩებით პარტნიორებად და საქართველოს ყოველთვის იქნება მათი დახმარების იმედი", - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ და აქვე აღნიშნა, რომ ხვალ დაგეგმილ ნატოს სემინარი კარგი შანსია იმისთვის, რომ საქართველოს წარმოჩენა მოხდეს უცხო ქვეყნების პოლიტიკოსების წინაშე.