"ქრისტიან-დემოკრატები" ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილისგან მოითხოვენ ახსნას იმასთან დაკავშირებით, ვაუჩერების დარიგება ხომ არ უკავშირდება ტუნისისა და ეგვიპტის მოვლენების საქართველოში განმეორების საფრთხეს.
"2010 წელს ბიუჯეტის განხილვის დროს ვდაობდით იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდებოდა აქტიური აგრარული პოლიტიკის გატარება და დამატებით ინვესტირება სოფლის მეურნეობაში. თქვენ მაშინ ამის წინააღმდეგები იყავით და ამას 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიც ადასტურებს", - მიმართა თარგამაძემ ბაინდურაშვილს.
მისი თქმით, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არ ყოფილა გათვალისწინებული არც ენერგო და სასურსათო ვაუჩერების დარიგებისთვის თანხები და არც პენსიების მატებისთვის.
"იქნებ გვითხრათ, რა მოხდა და რა დაგესიზმრათ თქვენ და თქვენს მთავრობას, როდესაც ვაუჩერების დარიგება და პენსიების გაზრდა გადაწყვიტეთ. ხომ არ უკავშირდება ეს ტუნისის და ეგვიპტის მოვლენებს?" - მიმართა უმცირესობის ლიდერმა ფინანსთა მინისტრს.