იაპონიის საფეხბურთო ჩემპიონატი "J-ლიგა" 23 აპრილს განახლდება. ჩემპიონატი 11 მარტს მომხდარი მიწისძრისა და ცუნამის შემდეგ შეწყდა.
"J-ლიგის" კლუბებმა "კაშიმა ანტლერსმა", "ვეგალტა სენდაიმ" და "მიტო ჰოლიჰოკმა" დამანგრეველი სტიქიების შემდეგ დიდი ზარალი განიცადეს. კლუბების ბაზები და სტადიონები ისე დაზიანდა, რომ მის აღდგენას რამდენიმე თვე დასჭირდება. აღნიშნული გუნდები საშინაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციამდე ნეიტრალურ მოედნებზე ითამაშებენ.
ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ყველა თამაში შებინდებამდე ჩატარდება.