ლიბიაში კოალიციას (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, იტალია და კანადა) ესპანეთიც შეუერთდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ესპანეთის პარლამენტის დღევანდელ კენჭისყრაზე იქნა მიღებული. სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას მხარი პარლამენტის 336-მა წევრმა დაუჭირა. წინააღმდეგი სამი დეპუტატი იყო.
ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ესპანეთმა სამხრეთ იტალიის სამხედრო ბაზაზე უკვე გაგზავნა ოთხი F-18 ტიპის ბომბდამშენი. ასევე საწვავით დატვირთული თვითმფრინავი Boeing 707. მინისტრის თქმით, ორი საბრძოლო და ერთიც საწვავის თვითმფრინავი კენჭისყრის ჩატარებამდე იქნა გაგზავნილი.