გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, ე. წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ზონკარის წყალსაცავის გახეთქვის საშიშროება არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის საგანგები სიტუაციათა მინისტრი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ ზონკარის წყალსაცავი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და სასწარფო კაპიტალურ რემონტს საჭიროებს.
"გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით წყალი უხვად ჩაედინება წყალსაცავში, ამის შედეგად წყალსაცავში წყლის დონე იმატებს და წყალი საავარიო გასასვლელიდან გამოდის. თუმცა წყალსაცავის გახეთქვის საშიშროება მაინც ძალიან დიდია", _ განაცხადა ბიბილოვმა და დასძინა, რომ პლატინის ექსპლუატაცია საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელ რეჟიმში მიმდინარეობდა.
"მომსახურე პერსნალის ხანგრძლივი ვადით არყოფნის გამო, ასევე პლატიკის მექანიკური მოწყობილობის დაზიანების გამო, ზონკარის წყალსაცავი წინასაავარიო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ობიექტზე ავარიის შემთხვევაში რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაზარალდება", _ აცხადებს ბიბილოვი.
ოსური მედია აღნიშნავს, რომ ზონკარის წყალსაცავს ადრე ქართული ბრიგადები ახორციელებდნენ, რომლებმაც 2008 წლის შემდეგ მიატოვეს ობიექტი და ყველანაირი ტექნიკური დოკუმენტაცია წაიღეს.
მათი ინფორმაციით, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ზონკარის წყალსაცავში კაპიტალური რემონტის ჩატარების შესახებ.