უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კარლ ლამერსი მიიღო.
საუბრის მთავარი თემა ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებაში ინტეგრაცია და ავღანეთის მისიაში საქართველოს წვლილი იყო. დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველო-ნატოს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და იმ დემოკრატიული რეფორმების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც საქართველოში ბოლო დროს განხორციელდა.
როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამავდროულად, აფასებს იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ქართულ სამხედრო დანაყოფებს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეაქვთ.