პოლონელების 70%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ გასული წლის აპრილში სმოლენსკთან მომხდარი კატასტროფის გამოძიებას რუსეთმა თავი ვერ გაართვა, რასაც ექს-პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პოლონეთის მთავრობის წევრები ემსხვერპლნენ.
ასეთი მონაცემები გამოქვეყნდა პოლონეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ პოლონელთა 43% პოლონურ-რუსულ ამჟამინდელ ურთიერთობებს უარყოფითად მიიჩნევს. გამოკითხულთა 62% დარწმუნებულია, რომ ვარშავასა და მოსკოვს შორის მეგობრული ურთიერთობა აღდგება.
გამოკითხვის ცენტრი მიუთითებს, რომ 32 %-მდე გაიზარდა იმ პოლონელთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პოლონურ-რუსული ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში ვერასდროს ჩადგება.
პოლონეთის საზოგადოებრივი აზრის ცენტრში აცხადებენ, რომ პოლონურ საზოგადოებაში რუსეთთან უარყოფითი დამოკიდებულება სმოლენსკის ტრაგედიის მაჩვენებელს გაუთანაბრდა.