ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა ბარაკ ობამასთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ჩამორთმევა მოითხოვა. მისი თქმით, ობამა ამ პრემიის ღირსი არ არის.
მორალესის თქმით, ადამიანი, რომელმაც ლიბიის დაბომბვის ბრძანება გასცა, ნობელის პრემიის ლაურეატი ვერ გახდება.
ბოლივიის პრეზიდენტმა კოალიციის ჯარებისგან ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა. მან ლიბიის საკითხებზე კომისიის შექმნისკენ მოუწოდა არაბთა ლიგის სახელმწიფოს ქვეყნებს, აფრიკის კავშირსა და გაეროს .
ობამასთვის ნობელის პრემიის მინიჭების საკითხზე უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ვლადიმერ ჟირინოვსკისაც, რომელმაც ნობელის კომიტეტს ობამასთვის ამ ჯილდოს ჩამორთმევისთვის უკვე მიმართა.