იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, ის პრეზიდენტის პოსტზე 2012 წლის იანვარში გასამართ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება.
იემენში არეულობები თვეზე მეტია გრძელდება. დემონსტრანტები ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების გატარებასა და ხელიფუფლების შეცვლას მოითხოვენ.
ალი აბდულა სალე ქვეყანას 1978 წლიდან ხელმძღვანელობს.