არაბეთის გაერთიანებული ემირატების გენერლის ხალედ აბდულა ალ ბუანაინის განცხადებით, ემირატები კოალიციის სამხედრო ქმედებებში ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკის გამო არ ჩაერთო.
მისი თქმით, ევროკავშირსა და ამერიკას ბაჰრეინში მათი ჯარის შეყვანის დროს ისინი რომ არ გაეკრიტიკებინა, მუამარ კადაფის წინააღმდეგ და კოალიციის დასახმარებლად ემირატები ორ სამხედრო თვითმფრინავს გაგზავნიდა.
გენერალი დასძენს, რომ ბაჰრეინში ჯარი მონარქიის სტაბილიზაციისთვისა და ქვეყანაში მშვიდობის დასახმარებლად შეიყვანეს.