ფინანსთა მინისტრი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს კორექტულობისკენ მოუწოდებს.
კახა ბაინდურაშვილი "ქრისტიან-დემოკრატების" იმ რეპლიკას გამოემხამურა, რომელშიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა საგადასახადო სამსახურის თანამშრომლების საქმიანობას "საგადასახადო სამსახურის პარპაში" უწოდეს.
ბაინდურაშვილის განცხადებით, დეპუტატების მხრიდან კორექტულობაა საჭირო, რადგანაც შემოსავლების სამსახურში 3500 ადამიანი მუშაობს და ისინი კანონის ფარგლებში ასრულებენ თავის უფლება-მოვალეობებს.