"ფუკუსიმას" ატომური რეაქტორების ზღვის წყლით გაგრილების მცდელობამ ორი რეაქტორი უფრო დააზიანა. პირველი და მეორე რეაქტორი, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ზღვის წლით გაგრილების შემდეგ გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებზე სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
11 მარტს მომხდარმა ცუნამმა მნიშვნელოვნად დააზიანა რეაქტორები. მოხდა მათი გაცხელება და გამაგრილებელი სისტემის დაზიანების გამო გაგრილება ზღვის წყლით ხდებობდა.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაც მოხდა. ამ ორი სტიქიის შედეგად ბოლო მონაცემებით 9080 ადამიანი დაიღუპა. 13 561 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება.