საფრანგეთის მოქმედებებმა ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების საწყის სტადიაზე კოალიციის რიგებში მნიშვნელოვანი უთანხმოება გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "The Financial Times"-ი ავრცელებს.
"საფრანგეთის მოქმედებებმა, მათ შორის ლიბიაზე პირველი დარტყმის განხორციელებამ, ამის შესახებ თავისი მოკავშირეების შესაბამისი ინფორმირების გარეშე, დასავლელ დიპლომატთა თქმით, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების განრისხება გამოიწვია და ახლა ნეგატიურ გავლენას ახდენენ ოპერაციის სარდლობის აშშ-დან ნატოსათვის გადაცემის საკითხზე", _ წერს გაზეთი.
მისივე ინფორმაციით, ამ ურთიერთობებში დაპირისპირება იმდენაგ გაიზარდა, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებმა ნატოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხდომა დატოვეს მას შემდეგ რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა პარიზი გააკრიტიკა ოპერაციაში ნატოს მონაწილეობისათვის წინააღმდეგობის შექმნის გამო, ხოლო გერმანია კი ოპერაციაში აქტიური მონაწილეობის მიღების სურვილის არარსებობის გამო.