კადაფის ძალები ქალაქ ზინტანს მძიმე საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით უტევენ
ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ძალები ქალაქ ზინტანს უტევენ. როგორც "ალ-ჯაზირა" იუწყება, კადაფის მხარდამჭერები ყველანაირად ცდილობენ, რომ ზინტანზე კონტროლი აღადგინონ და მათ დაქვემდებარებაში გადავიდეს.
კადაფის მთავრობის წარმომადგენელი რამდენიმე წუთის წინ პრო-კადაფისეულ ტელევიზია ალ-ლიბიაში ჩაერთო, სადაც ის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყო და განაცხადა, რომ კოალიციასთან საბრძოლველად მთავრობის მხარდამჭერები "სისხლის უკანსკნელ წვეთამდე" იბრძოლებენ.