ლიბიის ტერიტორიის თავზე სამხედრო ოპერაცის ჩატარებისას ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ორიდან ერთი მფრინავი გადარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს სამხედრო-საჰაერო სარდლობაზე დაყრდნობით სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
ამჟამად მეორე პილოტის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 19 მართს გაეროს უშიშროების საბჭომ ლიბიის მიმართ რეზოლუცია მიიღო და ლიბიის თავზე არსებული საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოაცხადა. დასავლეთის ქვეყნების კოალიციური ძალების სამხედრო ოპერაცია კი ლიბიის წინააღმდეგ 19 მარტს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.