უკრაინის გენპროკურატურამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის ექს-პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
კუჩმას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკრაინელი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში აღიძრა. კუჩმას ბრალად დანაშაულის ორგანიზება ედება.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიიღო პროკურატურის განკარგულება ლეონიდ კუჩმასათვის საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვის შესახებ. აღნიშნულია, რომ კუჩმას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გადაწუვეტილება გენპროკურორის პირველმა მოადგილემ რენატ კუზმინმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წლის სექტემბერში მოკლეს.