საერთაშორისო კოალიცია ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას აგრძელებს. უკვე მესამე დღეა ტრიპოლზე ავიადარტყმები ხორციელდება. მედიის ინფორმაციით, კვლავ იბომბება კადაფის რეზიდენცია. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკავშირეთა ძალებმა ასევე უკვე მიიტანეს იერიში ლიბიის სამხედრო-საზღვაო ძალებზე, რომლებიც ტრიპოლიდან 10 კილომეტრის დაცილებით მდებარეობს. თვითმხილველთა განცხადებით ამ რაიონში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
კოაცილიციამ დაბომბა ასევე ქალაქი სებხა, რომელიც დედაქალაქიდან 750 კმ დაცილებით მდებარეობს. ეს არის მთავარი ქალაქი ქვეყნის სამხრეთში საიდან თავად კადაფია წარმოშობით. ბენგაზის აღმოსავლეთით კოალიციამ ასვეე მიიტანა იერიში რადარებზე, რომლებიც ჰაერსაწინააღმდეგო ორ ბაზაზეა განთავსებული.
გავრცელებული ინფომაციით, ტრიპოლის ცენტრში კვლავ იკრობება მუამარ კადაფის მომხრეთა მიტინგები. მზის ჩასვლის შემდეგ კი ქალაქის გარეუბნებს ავიაცია ბომბავს. დღე ტრიპოლში მაღაზიათა უმრავლესობა ფუნქციონირებს. მუშაობენ ასევე ბანკები. ბენზინისა და წყლის დეფიციტი არ იგრძნობა.
"ბი-ბი-სი"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციის ძალებმა ლიბიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ობიექების ნახევარი უკვე მწყობრიდან გამოიყვანეს. პენტაგონიდან გავრცელებული მონაცემებით, 22 ობიექტიდან 20 უკვე განადგურებულია.
ამას გარდა, საერთაშორისო კოალიციის ძალებმა საჰაერო და სარაკეტო იერიში მიიტანეს მუამარ კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტზე. იქ საერთაშორისო აეროპორტი და სამხედრო პორტი დამობმეს. ლიბიის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის შედეგად ძალიან დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის.