პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მტკიცებით, საქართველოში მედიკამენტებზე ფასები შემცირებულია.
"2 წლის წინ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა წამლებზე ფასების ზრდა იყო, მაგრამ წელს, ფასები შემცირდა. ეს იმ კანონმდებლობის შედეგია, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომლის მიხედვითაც გავამარტივეთ ქვეყანაში მედიკამენტების იმპორტი, გავზარდეთ კონკურენცია", - განაცხადა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა დღეს, სამთავრობო დებატების ფარგლებში პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, პრემიერმა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი 2006 წელს პროგრამით მხოლოდ 40 ათასი ადამიანი სარგებლობდა, 2010 წელს მათი რიცხვი მილიონნახევრამდე გაიზარდა.