პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, დღეისთვის 621 928 სასურსათო ვაუჩერია დარიგებული, 302 008 უკვე განაღდებულია, ხოლო გაჩუქებულია 15 000.
"პრეზიდენტი ყურადღებით ადევნებს თვალს სასურსათო და ენერგო ვაუჩერების დარიგებას. 21 მარტს დასრულდა ენერგოვაუჩერების დარიგება. ოჯახს, რომელსაც ჯერ არ მიუღია ენერგოვაუჩერი, არსებობს განაცხადის შევსების პროცედურა, რომლის მეშვეობითაც ეს ხარვეზი აღმოიფხვრება", - განმარტავს პრესსპიკერი.
მისი თქმით, ვაუჩერების დარიგება გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა ოჯახი არ მიიღებს ვაუჩერს.