საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოდან იაპონიაში დახმარების სახით სასმელი წყალი გაიგზავნება. მისი თქმით, რეისი ტოკიო-თბილისი უახლოეს მომავალში შესრულდება და ის უმეტესად სასმელი წყლით იქნება დატვირთული.
"იაპონიაში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა. როგორც იცით, საქართველომ გამოთქვა სურვილი, რომ დახმარება გაეწია იაპონელი ხალხისთვის. იაპონურ მხარესთან საბოლოო შეჯერებისა და შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ დახმარების სახით სასმელი წყალი გაიგზავნება", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის დავალებით იაპონიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მზად არის დახმარება გაუწიოს მათ, მათ შორის იაპონიიდან ტრასპორტირებითაც.