ოფიციალური მონაცემებით, იაპონიის 12 პრეფექტურაში 11 მარტს მომხდარ მიწისძვრასა და ცუნამს 9 079 ადამიანი ემსხვერპლა.
დაკარგულად ითვლება 12 000-ზე მეტი ადამიანი. მთლიანობაში სხვადასხვა პრეფექტურიდან 310 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
იაპონიაში ჰაერის ტემპერატურა იკლებს.
ევაკუირებულ ადამიანებს უწევთ სიცივეს გაუძლონ ივატასა და მიიაგის პრეფექტურებში.
ივატას, ფუკუსიმასა და მიაგის პრეფექტურებმა მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად ყველაზე ძლიერი დარტყმები მიიღეს.