მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, იაპონიაში საკვებზე რადიაციის დონე იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე წარმოიდგენდნენ. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მანილას რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა პიტერ კორდინლეიმ განაცხადა, აუციელებელია, რომ თითოეული საკვები შემოწმდეს, რადგან რადიაქტიური ნივთიერებები შესაძლოა ბევრ პროდუქტზე გავრცელებულიყო.
11 მარტს მომხდარი 9.0 ბალის სიმძლავრის მიწისძრისა და ცუნამის შემდეგ მნიშვნელოვნად დაზიანდა ფუკუშიმას დაიიჩის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებს, რამაც ხელი განუსაზღვრელი რადიოაქტიური ნივთიერებების ჰაერში გავრცელება გამოიწვია.
ორშაბათს ფუკუშიმასა და იბარაკის პრეფექტურებში რძესა და ისპანახზე რადიოქატიული ნივთიერებები აღმოაჩინეს, რამაც ამ ორი პროოდუქტის გაყიდვის აკრძალვა გამოიწვია.
ფუკუშიმას პრეფექტურაში მოყვანილი ბოსტნეული რადიაციის საფრთხის გამო პრეფექტურის გარეთ აღარ გაიტანენ.
კორდინლის თქმით, თავიდან შიში არსებობდა, რომ რადიაქტიული ნივთიერებები მხოლოდ 30 კმ-ის რადიუსში გავრცელდებოდა, თუმცა აღნიშნული ნივთიერებები 120 კილომეტრის რადიუსში გავრცელდა.
„იმაზე გაცილებით მძიმე სიტუაციია, ვიდრე ამას თავიდან წარმოვიდგენდით. იაპონიაში შექმნილი პრობლემები არაა მოკლევადიანი საკითხი. ჩვენ ყველა დიდ ჯანდაცვის სააგენტოსთან ვითანამშრომლებთ იაპონელთა დასახმარელად", - განაცხადა კორდინლიმ.