დღეს, 22 მარტს, 17:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", "Georgian Fashion Week"-ის ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ.
მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ მოდის კვირეუილს დაზუსტებულ პროგრამას. ორგანიზატორები დაასახელებენ მოდის კვირეულზე დამსწრე VIP სტუმრების ვინაობას. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს შეეძლებათ აკრედიტაციის აღება.