დღეს, 22 მარტს, სასტუმრო "ამბასადორში"  ევროკავშირის TEMPUS-ის პროექტის "სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებში" პრეზენტაცია გაიმართება. 
პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი დაესწრებიან. 
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ TEMPUS-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტების რექტორები, ბიომეცნიერების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, აგრარული და კვების ბიოტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.