დღეს, 22 მარტს, არასამთავრო ორგანზაციები: კავშირი "ინვალიდი ბავშვი, ოჯახი საზოგადოება" და სტუდია "ეი-დი-სი", რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან, აწყობენ აქციას - "სოლიდარობა იაპონელ ხალხს". აქციაში მონაწილეობას მიიღებენ თავად შეზღუდული შასაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზარდები, ასევე მათი ოჯახის წევრები.
აქცია გაიმართება იაპონიის საელჩოსთან 15 :00 სთზე (მისამართი: ქ.თბილისი კრწანისის № 7 დ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშები და მოზარდები აქციის ორგანიზატორებთან ერთად სოლიდარობას გამოხატავენ იაპონელი ხალხის მიმართ. ბავშვები საელჩოს თანამშრომლებს გადასცემენ სპეციალურად მომზადებულ პლაკატებს და მათი ხელით გაკეთებულ საჩუქრებს თავინთი იაპონელი თანატოლების გასამხნევებლად , ასევე გაკეთდება ჩანაწერი სამძიმრის წიგნში.
1998 წელს, ჯერ კიდე როცა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამები მიმდინარეობდა ქვეყანაში, იაპონიის მთავრობამ დაიწყო თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან. პირველი პროექტი, რომელიც მხარდაჭერილი იქნა, გახლადთ " ინვალიდი ბავშვი, ოჯახი საზოგადოებ"-ის წარდგენილი ინიციატივა. თანამშრომლობის საფუძველზე შესაძლებელი გახდა შეგვექმნა შეზღუდულუ შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური იზოლაციიდან გამოყვანის პირველი პრეცენდენტი.
1999 წელს დაფუძნდა არაფორმალური განათლების სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრი,
სტუდია " ეი-დი სი". ორგანიზია ც"ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" დაფუძნდა 1995 წელს . და არის პირველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების გაერთიანება საქრთველოში. მისი მიზანია ინვალიდობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრირება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, საგანმანათლებლო პროგრამების წარმართვა, პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, აგრეთვე, მშობელთა ჩართვა და გაძლიერებაა. 2000 წლიდან კავშირი არის არასამთავრობო ორგანიზაციის "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი, რომელიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სამოქალაქო ინტერესებს და უფლებებს იცავს.
ორგანიზაცია კავშირი "სტუდია ეი-დი-სი" დაფუძნდა 2000 წელს. მისი მიზანია : ახალგაზრდების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ახალგაზრდული მედიის განვითარება საქართველოში და კულტურის სფეროში გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა.