დედამიწაზე ახალი მომაკვდინებელი ვირუსი გაჩნდა. ახალი ვირუსი, რომლის გადამტანნიც ტკიპები არიან, დასნეულებული ადამიანის ორგანიზმში ჩნდება, რის შემდეგაც ძლიერ ციებ-ცხელებას იწვევს. ვირუსი ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან შინაგან ორგანოს აზიანებს.
ამ ვირუსის შესახებ, რომელსაც SFTSV უწოდეს, ჩინელი მეცნიერები იტყობინებიან. მათი თქმით, გასული წლის სექტემბრიდან ამ საშინელმა დაავადებამ დედამიწის ექვს სხვადასხვა ადგილას დაახლოებით 36 ადამიანი იმსხვერპლა.
ეს დაავადებება 30% შემთხვევაში ლეტალურად მთავრდება. ვირუსი, ძირითადად, ფერმერებსა და მათი ოჯახის წევრებს აღენიშნებათ, რომლებიც მთიან რეგიონში ცხოვრობენ. თუმცა ეს ვირუსი შესაძლოა პიკნიკზე წასულ ქალაქის მცხოვრებსაც აღმოაჩნდეს.