პაკისტანელმა ბოევიკებმა ოთხი კაცი დახვრიტეს, რომელთაც ამერიკის სასარგებლოდ შპიონაჟში ადანაშაულებდნენ. ამის შესახებ ბი-ბი-სი იტყობინება.
თალიბების აზრით, ჯაშუშები ამერიკელ სამხედროებს პაკისტანის ტერიტორიაზე თალიბთა ფარული ადგილსამყოფელის შესახებ ატყობინებდნენ, რასაც უპილოტო ავიათავდასხმები მოჰყვებოდა. ამ ინფორმაციის საფუძველზე, გასულ კვირას ამერიკულმა უპილოტომ რეიდი განახორციელა, რასაც ჩრდილოეთ ვაზირისტანში დაახლოებით 40 კაცი ემსხვერპლა.
ცნობილია, რომ ვაზირისტანი "ალ-ქაიდასა" და თალიბების უმთავრესი დასაყრდენია.
ბოევიკებმა მოკლულების სხეულებზე წარწერაც დატოვეს, რომ ასეთი ხვედრი ელის მათ, ვინც ამერიკელებს დაეხმარება.
შეგახსენებთ, ეს "ჯაშუშებზე ნადირობის" პირველი შემთხვევა არაა. თებერვლის დასაწყისში "თალიბანის" მოძრაობის ბოევიკებმა ანალოგიური მიზეზით, 4 პაკისტანელი სიკვდილით დასაჯეს.