22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. როგორც კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, ამ დღესთან დაკავშირებით კომპანიის წარმომომადგენლები არაგვის ხეობაში, ნატახტრის სათავე ნაგებობაზე, სტუდენტურ არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე კლუბის" წევრებსა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებს უმასპინძლებენ.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი, იორგ მათისი და კომპანიის წარმომადგენლები მიწვეულ სტუმრებს ნატახტრის ახლად რეაბილიტირებული ობიექტის - საქართველოს წყალმომარაგების პირველი უნიკალური სიფონური წყალსადენის წყალშემკრებ ნაგებობაზე ჩატარებულ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოსა და მისი ფუნქციონირების პრინციპს გააცნობენ.
კომპანიის სპეციალისტები "მწვანე კლუბის" წევრებს წყლის რესურსების დაზოგვისა და სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების აუცილებლობის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან.