ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი საერთაშორისო კოალიციის მიერ ტრიპოლში ლიბიის სამთავრობო კომპლექსზე მიტანილი იერიშის შემდეგ უცნობია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" ავრცელებს.
ლიბიის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო კოალიციის ძალებმა ტრიპოლში სამთავრობო შენობების კომპლექსზე იერიში მიიტანეს სადაც შესაძლოა მუამარ კადაფი ყოფილიყო.
ტელეკომპანია "სი-ენ-ენი"-ს წყაროების ინფორმაციით, კომპლექსზე იერიში მიტანილი იქნა იმის გამო, რომ იქ შესაძლოა განთავსებული ყოფილიყო სამეთაურო პუნქტი, საიდანაც ხორციელდებოდა კონტროლი კადაფის დაქვემდებარებულ ლიბიურ ძალებზე.