ევროპარლამენტარები აფხაზეთიდან ინერტული მასალის უკანონო გატანასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპარლამენტში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
"ევროპარლამენტარებმა წუხილი გამოხატეს აფხაზეთში შექმნილი სერიოზული ეკოლოგიური პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც სოჭის ოლიმპიადისთვის ინერტული მასალის უკანონო გატანას უკავშირდება", - აღნიშნა მინაშვილმა.
დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორცილებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ეთნიკურ წმენდას. ევროპარლამენტარები 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების ვალდებულებაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო საპოლიციო ძალების შესვლის აუცილებლობაზედაც საუბრობენ.
მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი მითითებების მიიღო ევროპარლამენტისგან, საუბარია სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყებაზე და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარებაზე.