ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ე.წ. შს სამინისტროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალი პასპორტების გაცემის საკითხების დამუშავება დაავალა. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"გეძლევათ დავალება, მოამზადოთ კაბინეტები, სადაც პასპორტიზაცია ჩატარდება. თითო ადამიანი უნდა წარადგინოს სახელმწიფო კონტროლის კომიტეტმა და ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტმა, გენერალურმა პროკურატურამ და სახელმწიფო დაცვის სამსახურმა იმისათვის, რათა ისინი იცვლებოდნენ. განახორციელეთ მკაცრი კონტროლი. ყველა ადამიანის მონაწილეობა სავალდებულოა", _ განაცხადა კოკოითმა.
მისი თქმით, პასპორტის ძველი ნიმუშები მხოლოდ 2011 წლის 1-ელ ოქტომბრამდე იმოქმედებს.
"მსურველი ბევრია მიიღოს სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი, მაგრამ ისინი მიეცემა მათ ვისაც ეკუთვნის", _ განაცხადა კოკოითმა და აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტის დაცულობის ხარისხი ძალიან მაღალია.