საქართველო უკრაინის აგრარულ სექტორს ინვესტიციის მხრივ, მიმზიდველად მიიჩნევს. ამის შესახებ მრგვალ მაგიდასთან, უკრაინაში საქართველოს ელჩმა გრიგოლ ქათამაძემ განაცხადა. უკრაინული ინტერნეტპორტალის, "უკრაინსკიე ნოვოსტის" ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის სახელწოდება იყო "450 დღე Евро-2012-მდე: იყენებს უკრაინა უცხოური ინვესტიციების მიზიდვის შანსს?"
"მაგალითად, აგრარული სექტორი ინვესტორისთვის ძალიან საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, ამ მიზნით უკრაინაში მრავალი ინვესტორი შემოვა", - განაცხადა ქათამაძემ.
უკრაინაში საქართველოს ელჩის თქმით, თუ ქვეყანა 2012 წლის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატამდე საჭირო მოცულობის ინვესტიციას ვერ მიიზიდავს, რომელზედაც ქვეყანა დიდ იმედს ამყარებდა, პერქსპეტივაში უკრაინაში სათანადო ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა არსებობს.
ქათამაძემ აღნიშნა, რომ ამისათვის ინვესტორებსათვის მაქსიმალური ხელსაყრელი პირობების შექმნა საჭირო, რის მაგალითადაც ქათამაძემ საქართველო დაასახელა.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ საქართველოში სამართალდამცავ ორგანოებს ბიზნესის შემოწმების უფლება, მხოლოდ სასამართლოს თანხმობის შემდეგ აქვთ. საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის ვადა მინიმუმადეა შემცირებული. ქათამაძემ დასძინა, რომ საგადასახადო ორგანოებს ბიზნესთან ურთიერთობა ელექტრონული მეთოდებითაც შეუძლიათ.