პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დეპუტატებს მოუწოდებს, მთავრობას თავიანთი წინადადებები შესთავაზონ და მხოლოდ კრიტიკით არ შემოიფარგლონ. აღნიშნულის შესახებ ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც "ქართული დასის" ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ სამთავრობო დებატებზე თავისი პროგრამების პრეზენტაციების გამართვის ნებართვა ითხოვა.
"პლენარულ სხდომებზე პრეზენტაციების ელემენტებს ვერ შევიტანთ, მაგრამ ყველას მიეცემა საშუალება, რომ მინისტრებს ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი წინადადება შესთავაზონ. ამიტომ მოუწოდებ დეპუტატებს, მხოლოდ კრიტიკით ნუ დაკავდებიან და საკუთარი მოსაზრებები და ინიციატივებიც წარმოადგინონ", - აღნიშნა ბაქრაძემ.