ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ერთგული ძალები ლიბიის ქალაქ მისურატაში ოპოზიციის მომხრეების მიმართ სისხლიან ოპერაციას ატარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ იტალური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ ქალაქში ამჟამად განვითარებულ მოვლენებს "ჩეხა და ნგრევა" უწოდა.
"ამ მომენტში, როდესაც მე თქვენ გესაუბრებით, არის მცდელობა მისურატას მთლიანად დანგრევისა. კადაფი ტანკებსა და სნაიპერებს იყენებს იმისთვის, რათა ადგილობრივ მოსახლეობაში შიში დათესოს. ისინი ხალხს ესვრიან", _ ავრცელებს ინფორმაციას იტალიური მედია.