ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი აცხადებს, რომ ოპოზიციის ცენტრისაკენ - ქალაქ ბენგაზისაკენ თავისი მომხრეების მშვიდობიანი მსვლელობის ორგანიზებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ლიბიის მედია ავრცელებს.
კადაფის ჩანაფიქრის მიხედვით, აქციაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ასეულობით ათასმა ლიბიელმა, ასევე მისი რეჟიმის მომხრე ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ მინიჭებული უფლებამოსილება მოლპარაკებები აწარმოონ ოპოზიციასთან.
ცნობილია, რომ ბენგაზში კადაფის მომხრეების გამართიანებელი ნაციონალური საბჭო იმყოფება. ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთგზის განაცხადეს, რომ მუამარ კადაფთან მოლაპარაკებებს არ აპირებენ.