მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის წინაშე წარსადგომად და დებატებისთვის მზადაა. სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელის განცხადებით, სოფლის მუერნეობის სამინისტროს უკვე მზად აქვს ის პრეზენტაცია, რასაც პირადად მინისტრი დეპუტატებს გაუკეთებს. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიციას შეკითხვები ბაკურ კვეზერელთან ძირითადად იმ 150 მილიონის ხარჯვაზე ექნება, რაც პრეზიდენტის განცხაებით სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის გამოიყოფა.
"ყველა ის თანხები, რომელიც გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუ დონორებიდან, დაიხარჯება იმ მიმართულებებზე, რომელიც წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი. ეს არის ის პროექტები, რომელიც სახელმწიფოსთვის კარგად არის ცნობილი. ჩვენ მზდა გვაქვს ყველა ის პრეზენტაცია, რასაც პარლამენტში გავაკეთებთ, რომელიც მოიცავს როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილ პროექტებზე დეტალურ ინფორმაციას", - განაცხადა კვეზერელმა.
უკვე დაანონსებულია, რომ ქრისტიან-დემოკრატებმა და ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ, შესაძლოა, სოფლის მეურნეობის მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგბლობის საკითხი დააყენონ.
ანდრეა ურუშაზე ამბობს, რომ ის დებატებისთვის მზად არის და მისთვის ყველა ის პრობლემა და საკითხი, რაზეც პარლამენტში იქნება საუბარი მნიშვნელოვანია.
"ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ჩვენს სფეროში არსბეული ტრეფორმების შესახებ ვისაუბროთ. ჩვენთვის მნნიშვნელოვანია ყველა ის შენიშვნა და პრეტენზიები, რაც დეპუტატებს შესაძლოა ჩვენს მიმართ ჰქონდეთ", - აცხადებს ანდრეა ურუშაძე.
დევნილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ამბობს, რომ ის მხოლოდ დებატებისთვის არის მზად და არა დემაგოგიისთვს, რასაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან.
"პრეზენტაციისთვის მზად ვარ გამომდინარე იქიდან, რომ ამ 3 წლის განმავლობაში თუ რაიმე გამიკეთებია ყველაფერი მზად გვაქვს. მე ვარ მზად დებატებისთვის, მაგრამ თუ დებატების ნაცვლად იქნება დემაგოგია, მე ამისთვის ვერ გამოვდგები, იმიტომ რომ ამის ნიჭს ვერ ვფლობ", - განაცხადა კობა სუბელიანმა.
ენერგეტიკის მინისტრი კი ამბობს, რომ მის სამინისტროსაც უკვე მომზადებული აქვს პრეზენტაცია და ის დეპუტატების წინა სრული დეტალური ანგარიშით წარსდგება.
"ენერგეტიკის სამინისტრო მზადაა და ჩვენ უკვე მზა გვაქვს პრეზენტაციები. თუ რაიმე გაგვიკეთებია ამ წლის განმავლობაში, ჩემს გამოსვლაში ადგილი დაეთმობა როგორც საერთაშორისო ასევე სატრანზიტო პროექტებსაც", - განაცხადა ენერგეტიკის მიინსტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.
შეგახსენებთ, რომ მინსტრთა კაბინეტს პარლამენტში ამ კვირაში ელოდებიან, თუმცა ფინანსთა და კეონომიკსია და მდგრადი განვითარების მინისტრის მოსმენა ხვალისთვის ჩანიშნულ სხდომაზეა დაგეგმილი.