იესო ქრისტეს ცხოვრების დამადასტურებელი ახალი მტკიცებულება აღმოჩნდა
მსოფლიო მეცნიერებამ იესო ქრისტესა და მისი მიწიერი ცხოვრების შესახებ ახალი დამამტკიცებელი საბუთი აღმოაჩინა. ამის შესახებ ლონდონის მედიასაშუალებები იტყობინებიან.
მეცნიერთა ჯგუფმა იმ საკრალური ტექტსის გაშიფვრა შეძლო, რომლებიც 2 ათასი წლის წინ ტყვიის ფირფიტაზე დამზადებულ ხელნაწერზეა გადატანილი.
დაახლოებით 70 წიგნი, რომლის თითოეული გვერდი ტყვიის ფირფიტაზე იყო ამოკაწრული, ხუთი წლის წინ ჩრდილოეთ იორდანიაში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს.
აღმოჩენა საიდუმლოდ რჩებოდა, რადგან ფარული გზით მის გაყიდვას ცდილობდნენ.
თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე პოტენციურმა მყიდველმა მეცნიერებს დედანის უტყუარობის მიზნით ექსპერტიზისთვის მიმართა, განძის შესახებ ფართო საზოგადოებამაც შეიტყო.
თხელი ტყვიის ფირფიტისგან დამზადებულ ფურცლებზე დაშიფრული ტექსტია გადატანილი, რომელიც ძველებრაულ ენას_ივრითს ეფუძნება. ამასთან, მისი ავტორები ფართოდ იყენებდნენ იეროგლიფებსაც.
დაძაბული მუშაობის შედეგად, ოქსფორდის ინგლისური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა მოცემული ტექსტი გაშიფრეს. მასში მესიისა და ამაღლების შესახებაა მოთხრობილი. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ტყვიის ფირფიტები ქრისტეს ცხოვრებას უნდა გადმოსცემდეს.
წინასწარი ინფორმაციით, უძველესი წიგნის ტექსტის ნაწილობრივი გაშიფვრის შესახებ ხვალ, 22 მარტს განაცხადებენ.