დასავლეთის ზოგი ქვეყნის მიერ ლიბიის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციას შესაძლოა დასავლეთის ამ ქვეყნებში ტერაქტების ტალღა მოჰყვეს. განცხადება ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის დუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა გააკეთა.
"კადაფის ბრძოლის მეთოდები ყველასათვის კარგადაა ცნობილი. ყველაზე საშინელი მისი საპასუხო დარტყმა გამოვლენილი იქნება არა თვითმფრინავებითა და სახმელეთო ოპერაციებით, არამედ ტერაქტების ტალღაში, რომელმაც შესაძლოა ყველა იმ ქვეყანას გადაუაროს, რომელიც ამჯამად ლიბიის წინააღმდეგ იბრძვის", _ აცხადებს დეპუტატი.
მისივე თქმით, კოალიციის მიერ ლიბიის საშინაო საქმეებში ჩარევა ისეთი საბაბებით ხდება, რომლებსაც არავითარი საერო არა აქვს იმასთან რაც სინამდვილეში ხდება.
"მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საბაბით მასვე ბომბავენ გაერიდან, სამოქალაქო საზოგადოების დაცვის საბაბით კი დასავეთის ქვეყნები წინ მიიწევენ ლიბიის ბავთობის საბადოებისკენ და ცდილობენ იქ ამერიკელების მიერ კონტროლირებადი რეჟიმი დაამყარონ. მათ ასევე სურთ არაბულ სამყაროში ომის ქარცეცხლის დათესვა იმისათვის რათა სულ უფრო მეტად მიუახლოვდნენ თავის ძველ მტერს - ირანს", _ განაცხადა ლებედევმა.
მისივე თქმით, არავინ ამბობს იმას, რომ "კადაფი მართალია" მაგრამ "სამხედრო ჩარევა გარედან ასევე არ არის პრობლემის გადაწყვეტის სწორი გზა".
პარტია "სპრავედლივაია როსიადან" დუმის დეპუტატი გენადი გუდკოვი აცხადებს, რომ სამხედრო ჩარევა ლიბიის საქმეებში შესაძლოა ხანგრძლივვადიან კონფლიქტში გადაიზარდოს.
"პოლკოვნიკი მუამარ კადაფი დიქტატორია, რომელმაც საკუთარი ხალხისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა. თუმცა დასავლური კოალიციის მიერ არჩეული გზა მცდარია. არც ერთი ხალხი არ მოითბენს თავის საშინაო საქმეებში გარედან ჩარევას", _ აცხადებს გუდკოვი და დასძენს, რომ ამ მდგომარეობაში არის რისკი იმისა, რომ მოსახლეობა თავისი ლიდერის ირგვლივ გაერთიანდება, მიუხედავად იმისა, რომ მის მმართველობას დიქტატორული ხასიათი აქვს.