ტრიპოლის ჰოსპიტალში მიღებული ჭრილობების შედეგად მუამარ კადაფის ვაჟი ხამის კადაფი გარდაიცვალა. ამის შესახებ არაბული მედიასაშუალებები იტყობინებიან.
უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ხამის კადაფი ბაბ-ელ-აზიზიეს სამთავრობო რეზიდენციაზე თვითმფრინავით განხორციელებული მიზანმიმართული თავდასხმის დროს ჯერ კიდევ 19 მარტს დაიჭრა.
მუამარ კადაფის ამ რეზიდენციაში ლიბიის ლიდერი და მისი ნათესავები იყვნენ შეფარებულნი.